Tuesday, July 1, 2014




პროექტი: “ნუმიზმატიკა”

      1. პროექტის სახელწოდება: ნუმიზმატიკა.
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): აღძრას მოსწავლეებში ინტერესი მონეტების წარმოშობის შესახებ. ამ მიზნით ისინი ეწვევიან მუზეუმს, სადაც შემონახულია ძველი მონეტები, გამოიყენებენ ინტერნეტს და ნახავენ წერილობით შემონახულ წყაროებს.
    3. პროექტის აქტუალობა: პროექტი ეფუძნება ჯგუფური მუშაობის პრინციპებს. ბავშვები ისწავლიან თანამშრომლობას. ამასთან ერთად გაეცნობიან ნუმიზმატიკას  როგორც ისტორიის ერთ-ერთ დამხმარე დისციპლინას.
    4.პროექტის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი, ინტერნეტში მუშაობის და ტექნიკური უნარჩვევები.
     5.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
     6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება პრეზენტაცია, ესსეები. მოსწავლეები მონაცემების შესაგროვლებლად ძველ ქართულ ენაზე არსებულ რესურსებს გამოიყენებენ.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტ კავშირი, საბეჭდი მანქანა, პროექტორი.
    9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოხდება თემის შერჩევა,  საკითხების ჩამოყალიბება, პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში თუ რომელი ჯგუფი რა ინფორმაციას მოიძიებს და რა დროში. მოსწავლეები პერიოდულად იკვლევენ მასწავლებლის მითითებებს.
 10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე და მათი სპეციფიკის განსაზღვრა.  
   11. პროექტის ხელმძღვანელი: მასწავლებელი  - მნათობი ვაშაკიძე.
   12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mnatobivashakidze@gmail.com
    13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  mnatobivashakidze.blogspot.com

No comments:

Post a Comment